ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პრიორიტეტული კანდიდატი არ ჰყავს.
ESPN-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი ჩაბი ალონსოს ან ანდონი ირაოლას დანიშვნის შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა ამ მომენტისთვის ამ თანამდებობაზე ფავორიტი არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ „ლურჯები“ მზად არიან დანიშნონ უფრო გამოცდილი სპეციალისტი, ვიდრე ენცო მარესკა და ლიემ როსენიორი იყვნენ, რომლებიც გუნდს მიმდინარე სეზონში ხელმძღვანელობდნენ, თუმცა კლუბი სხვადასხვა ვარიანტებს კვლავ სწავლობს.
36 ტურის შემდეგ ჩელსი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. მთავარი მწვრთნელის მოვალეობას კი კალუმ მაკფარლეინი ასრულებს.