2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ მიკელ არტეტა არსენალის შემადგენლობის სერიოზულ განახლებას გეგმავს, რაც რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელის გაყიდვას გულისხმობს.
კლუბი მზად არის დაემშვიდობოს ბენ უაითს, რომლის ფორმა და ხშირი ტრავმიანობა ბოლო დროს დიდ პრობლემად იქცა, განსაკუთრებით ვესტ ჰემთან მიღებული მორიგი დაზიანების ფონზე, რამაც მისი სეზონი ნაადრევად დაასრულა.
ასევე, გასაყიდ მოთამაშეთა სიაში მოხვდა გაბრიელ მარტინელიც. მიუხედავად მისი პოტენციალისა, ბრაზილიელმა ვერ შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება, ამიტომ არტეტა მის 40 მილიონ ფუნტად გასხვისებასა და მარცხენა ფლანგზე უფრო მაღალი დონის შემტევის დამატებას აპირებს.
გუნდს სავარაუდოდ დატოვებენ გაბრიელ ჟეზუსი და ფაბიო ვიეირაც, რომელიც ჰამბურგს შეუერთდება.
ამ ცვლილებების შედეგად კლუბი 115 მილიონამდე შემოსავალს ელოდება, რაც ახალი ტრანსფერების დაფინანსებას მოხმარდება. გუნდში ხელშეუხებელი რჩება დავიდ რაია, რომელმაც 18 მშრალი მატჩით ოქროს ხელთათმანი დაიმსახურა და დაცვის ცენტრალური წყვილი სალიბასა და მაგალაესის შემადგენლობით.