ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომელიც 30 მაისს ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება, პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბი უკიდურეს ზომებს მიმართავს.
გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ლუის ენრიკეს გუნდი არსენალის სტანდარტული მდგომარეობების გასანეიტრალებლად რაგბის სავარჯიშო მეთოდებს იყენებს. კერძოდ, პარიზელთა მეკარეები სპეციალურ რბილ ბალიშებს (crash pads) იყენებენ, რათა მიეჩვიონ იმ ფიზიკურ წნეხს, რომელსაც მიკელ არტეტას გუნდი კუთხურებისა და საჯარიმო დარტყმების დროს მეტოქეს ატეხს თავს.
ვიდეოში ჩანს, როგორ უბიძგებს საფონოვი სხვა მეკარეებს ვარჯიშის დროს, რათა მათ ხელი შეუშალოს ბურთის დაუფლებაში.
რიო ფერდინანდმა ფინალში ფავორიტად სწორედ არსენალი დაასახელა და აღნიშნა, რომ პსჟ-ს სტანდარტულების დროს აშკარა სისუსტეები აქვს, რაც ბაიერნთან მატჩებშიც გამოჩნდა. მისი თქმით, არსენალის ფიზიკური უპირატესობა პარიზელთა წინააღმდეგ შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ ფინალამდე პსჟ-მ ბაიერნი დაამარცხა (ჯამში 6:5), ხოლო არსენალმა მადრიდის ატლეტიკოს მოუგო (2:1).