Goal-მა მსოფლიო ფეხბურთის 50 მთავარი ტალანტი დაასახელა — რეიტინგს ლამინ იამალი ლიდერობს.
სპორტულმა პორტალმა Goal შეადგინა იმ 50 ფეხბურთელის რეიტინგი, რომლებიც 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაიბადნენ და მსოფლიო ფეხბურთის მთავარ იმედებად ითვლებიან. სიის სათავეში ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავი, ლამინ იამალი მოექცა.
საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. ლამინ იამალი (ბარსელონა);
2. ესტევაო (ჩელსი);
3. პაუ კუბარსი (ბარსელონა);
4. ფრანკო მასტანტუონო (რეალი);
5. ლენარტ კარლი (ბაიერნი);
6. მაქს დოუმანი (არსენალი);
7. ლუკა ვუშკოვიჩი (ჰამბურგი, იჯარით ტოტენჰემიდან);
8. აიუბ ბუადი (ლილი);
9. ჟეოვანი კენდა (სპორტინგი);
10. ითან ნვანერი (მარსელი, იჯარით არსენალიდან).
სხვა საინტერესო პოზიციები რეიტინგში:
პსჟ-ს წარმომადგენელი იბრაიმ მბაიე მე-13 ადგილზეა, რიო ნგუმოა (ლივერპული) — მე-15, ხოლო ბარსელონას იმედი მარკ ბერნალი მე-17 პოზიციას იკავებს.
აღსანიშნავია ყაზახი ფეხბურთელის, დასტან სატპაევის (კაირატი) მოხვედრაც 43-ე ადგილზე. რეიტინგს მანჩესტერ იუნაიტედის წევრი ჯეი-ჯეი გაბრიელი ხურავს.