მონაკომ და პოლ პოგბამ ახალი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, ორმხრივი შეთანხმებით შეეწყვიტათ კონტრაქტი, რომელიც 2027 წლის ივნისამდე იყო ძალაში.
,,კლუბი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონს მადლობას უხდის გამოჩენილი ნდობისა და იმ განსაკუთრებული პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მან მონაკოში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში გამოავლინა.
მონაკოში ყოფნისას პოლმა გამოავლინა გამორჩეული დამოკიდებულება, ურყევი მიზანდასახულობა და მუშაობის მაღალი სტანდარტი.
გაწეული შრომის შედეგად მან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უმაღლეს დონეზე ასპარეზობა შეძლო, ამავდროულად კი პროფესიონალური გუნდის წევრებს საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებდა.
მონაკო პოლს გულწრფელ მადლობას უხდის და მომავალში ყოველივე საუკეთესოს უსურვებს." - წერია კლუბის განცხადებაში.
მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტსა და კლუბის ხელმძღვანელობას, ჩემს თანაგუნდელებს, მთელ პერსონალსა და ყველა გულშემატკივარს, ვისაც ჩემი სჯეროდა.
ამ კლუბისა და მონაკოს სამთავროს წარმოდგენა ჩემთვის დაუჯერებელი გამოცდილება იყო.“ - განაცხადა 33 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა, რომელიც თავისუფალი აგენტი გახდა.
პოლ პოგბა მონაკოს 2025 წელს მას შემდეგ შეუერთდა, რაც დოპინგის გამო დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა და ფეხბურთში დაბრუნდა.