ბენფიკას მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალთან (0:1) მიღებული წითელი ბარათი და მსაჯის გადაწყვეტილებები სკანდალურად შეაფასა.
მატჩის 85-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა ბენფიკას ნახევარმცველი რიჩარდ რიოსი მოცელა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელს უკვე ჰქონდა ყვითელი ბარათი (მიღებული 50-ე წუთზე გოლის პროვოკაციული აღნიშვნის გამო), არბიტრმა ფრანსუა ლეტექსიემ მას მეორე ბარათი არ აჩვენა. ამაზე პროტესტი მოურინიომ გამოხატა, რისთვისაც ჯერ ყვითელი, წამებში კი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ტრიბუნაზე მოუწია გადაჯდომა.
„იმიტომ გამაძევეს, რომ აშკარა რამ ვთქვი. მსაჯს ფურცელზე ეწერა, რომ ჩუამენის, ჰეისენს და კარერასს ყვითელი ბარათი არ უნდა მიეღოთ (წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპასუხო მატჩს გამოტოვებდნენ). სათადარიგოთა სკამზე 1400 მატჩი მაქვს ჩატარებული და ვიცი, ვის შეიძლება უჩვენონ ბარათი და ვის — არა. ჩვენ ვიცით, ეს როგორ მუშაობს. თუმცა, რეალმა მოგება დაიმსახურა.
საპასუხო მატჩში სკამზე არ ვიქნები, ვერც გასახდელში შევალ გუნდთან დასალაპარაკებლად. ეს მიმძიმს, მაგრამ ჩემი ასისტენტები მზად იქნებიან“, — განაცხადა მოურინიომ Movistar-თან ინტერვიუში.