• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მოურინიოს რეალში ბარსელონას სამიზნე მცველი სურს
ფეხბურთიფეხბურთი

მოურინიოს რეალში ბარსელონას სამიზნე მცველი სურს

09 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალი მომავალ სეზონამდე გუნდის ფორმირებაზე მუშაობას აგრძელებს და მიკი ვან დე ვენის სახელი ამ კვირას ბრიტანული გაზეთის პირველ გვერდზე მოხვდა.


Sunday Mirror Sport-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი ჟოზე მოურინიოსა და მადრიდის რეალის ინტერესის სფეროშია, რადგან ორივე მხარე კონატესა და დუმფრისის დამატების შემდეგ დაცვის ხაზის კიდევ უფრო გაძლიერებას ცდილობს.


ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა ვოლენდამის აკადემიაში დაიწყო, შემდეგ ვოლფსბურგში გადავიდა და ტოტენჰემის ყურადღებაც მიიპყრო, გავრცელებული ცნობებით, ლონდონური კლუბის დატოვებას და კარიერაში ახალი ეტაპის დაწყებას ისურვებდა.


მისმა სატრანსფერო ღირებულებამ შესაძლოა 50 მილიონ ევროს გადააჭარბოს, თუმცა ინგლისში უფრო მაღალი თანხაც სახელდება - დაახლოებით 85 მილიონი ევრო, რაც დღევანდელი ბაზრის პირობებში ცენტრალური მცველისთვის საკმაოდ დიდი თანხაა.


ვან დე ვენი ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს და ეცდება, ეს ტურნირი ევროპის წამყვანი კლუბების ყურადღების მისაპყრობად გამოიყენოს.


ნიდერლანდელ მცველს, რომელიც თავისი პოზიციისთვის გამორჩეული ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა, შესაძლო დანიშნულების ადგილებად ლივერპულსა და მანჩესტერ იუნაიტედსაც უკავშირებენ. მის მიმართ ინტერესს ბარსელონაც იჩენს.


„მიკი სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც მოურინიო ეძებს. მადრიდის რეალი მზად არის, ის დაიმატოს“, - ციტირებს Mirror-ის მიერ მოყვანილ წყაროს გამოცემა.


ვან დე ვენი მადრიდელთა დაცვის გაძლიერების ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად იოშკო გვარდიოლთან და რიკარდო კალაფიორისთან ერთად განიხილება.


ამჟამად სამეფო კლუბს დაცვის ცენტრში ედერ მილიტაო (ტრავმირებული), ანტონიო რუდიგერი, დინ ჰუისენი და რაულ ასენსიო ჰყავს, ხოლო დავიდ ალაბა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ გუნდიდან მიდის.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჟოზე მოურინიო
რეალი
ტოტენჰემი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ენდრიკი მიდის? - სავარაუდო მომავალი კლუბები ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენდრიკი მიდის? - სავარაუდო მომავალი კლუბები ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის ახალწვეულების სათამაშო ნომრები ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის ახალწვეულების სათამაშო ნომრები ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ტირილით დამირეკა და იმედგაცრუებული დამტოვა", - ფერგიუსონი მოურინიოზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ტირილით დამირეკა და იმედგაცრუებული დამტოვა", - ფერგიუსონი მოურინიოზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„რატომ გადმოვედი რეალში?", - ბარსელონას აღზრდილი კუკურელია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„რატომ გადმოვედი რეალში?", - ბარსელონას აღზრდილი კუკურელია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

18 სთ წინ

ენდრიკი მიდის? - სავარაუდო მომავალი კლუბები ცნობილია

News image

15 სთ წინ

რეალის ახალწვეულების სათამაშო ნომრები ცნობილია

News image

14 სთ წინ

„ტირილით დამირეკა და იმედგაცრუებული დამტოვა", - ფერგიუსონი მოურინიოზე

News image

14 სთ წინ

„რატომ გადმოვედი რეალში?", - ბარსელონას აღზრდილი კუკურელია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება