ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა განაცხადა, რომ მსაჯები მადრიდის რეალის მიმართ სიმპათიებს ყოველთვის იჩენდნენ.
„ფლიკი აღფრთოვანებული დარჩება“ — ვიქტორ ფონტი ბარსელონას ახალ სპორტულ პროექტს აანონსებს
Cadena SER-ის ეთერში ფონტს ჰკითხეს, შენარჩუნდებოდა თუ არა დაძაბული ურთიერთობა რეალთან მისი გამარჯვების შემთხვევაში.
„სანამ Real Madrid TV მსაჯების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას აგრძელებს, ყველაფერი უცვლელი დარჩება. მსაჯები რეალის მიმართ კეთილგანწყობილნი ყოველთვის იყვნენ — Real Madrid TV-ის გამოჩენამდეც კი. ბავშვობიდან განვიცდი იმ მსაჯების გადაწყვეტილებებს, რომლებიც მადრიდელებს ეხმარებოდნენ.
ეს ფაქტებია: რეალის სასარგებლოდ 23 მატჩში 16 პენალტი დაინიშნა. პოპულისტურ რიტორიკას და ბარსელონას გულშემატკივრების მოტყუებას აზრი არ აქვს“, – განაცხადა ფონტმა.
„ლაპორტა კლუბის რესურსებს პროპაგანდისთვის იყენებს“ — ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატი