საფეხბურთო სამყარო უდიდესი სკანდალის ზღვარზეა.
ჟურნალისტ მარტინ ზიგლერის ცნობით, UEFA-მ და მისმა 55-ვე წევრმა ასოციაციამ მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ისინი FIFA-ს ტურნირებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.
ბოიკოტის მიზეზი FIFA-ს ახალი გეგმაა - ორგანიზაცია აპირებს შექმნას პროექტი სახელწოდებით "FIFA Forward Enterprise". ევროპული ფეხბურთის მმართველები ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ გეგმის გაგრძელების შემთხვევაში, FIFA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე (მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატზე) ევროპულ ნაკრებებს ვეღარ ვიხილავთ.