სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის მთავარ არბიტრად დაინიშნა.
ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირება 19 ივლისს, ნიუ-იორკში გაიმართება.
46 წლის ვინჩიჩის ასისტენტები მისივე თანამემამულეები, ტომაჟ კლანჩნიკი და ანდრაჟ კოვაჩიჩი იქნებიან.
სარეზერვო მსაჯად იორდანიელი ადჰამ მახადმე დაინიშნა, ხოლო მის ასისტენტად - ასევე იორდანიელი მოჰამად ალ-კალაფი.
მიმდინარე მუნდიალზე ვინჩიჩმა 3 მატჩზე იმუშავა: ბრაზილია - მაროკოზე, იორდანია - ალჟირზე და მექსიკა - ეკვადორზე. ამ მატჩებში მან 7 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს.