მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველი ტური დასრულდა და საინტერესო ვითარებაა ბომბარდირთა დავაში.
2 ან მეტი გოლი ექვს მოთამაშეს აქვს გატანილი და ისინი მხოლოდ ბაიერნისა და იუვენტუსის ფეხბურთელები არიან.
1. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) - 3 გოლი
2. მაიკლ ოლისე (ბაიერნი) - 2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა
3. კინგსლი კომანი (ბაიერნი) - 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა
3. ტომას მიულერი (ბაიერნი) - 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა
5. ფრანსისკო კონსეისაო (იუვენტუსი) - 2 გოლი
5. რანდალ კოლო მუანი (იუვენტუსი) - 2 გოლი
ბაიერნი მე-2 ტურში ბოკა ხუნიორსს დაუპირისპირდება (21 ივნისი), იუვენტუსი კი ვიდადს შეხვდება (22 ივნისი).
გოლი პირველ ტურში არ გაუტანია ხვიჩა კვარაცხელიას, თუმცა ქართველის ანგარიშზე 2 საგოლე პასია. პსჟ 20 ივნისს (05:00) ბრაზილიურ ბოტაფოგოს დაუპირისპირდება.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი - მესი და სუარესი რონალდუს გოლების რეკორდს ემუქრებიან