ეგვიპტის ნაკრები აფრიკის თასის მესამე ადგილის მატჩში ნიგერიასთან დამარცხდა — 0:0, პენალტების სერიაში 2:4.
შეხვედრა მაროკოში გაიმართა.
36-ე წუთზე ნიგერიელთა თავდამსხმელმა პოლ ონუაჩუმ გოლი გაიტანა, თუმცა შეტევაში წესის დარღვევის გამო ეპიზოდი გაუქმდა. ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა.
პენალტების სერიაში უფრო ზუსტი ნიგერიელები აღმოჩნდნენ — 4:2.
ეგვიპტელთა რიგებში თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანეს ლივერპულის ვინგერმა მუჰამედ სალაჰმა და მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა ომარ მარმუშმა. ნიგერიის ნაკრებში კი საკუთარი მცდელობა ლაციოს ფეხბურთელმა ფისაიო დელე-ბაშირუმ გააფუჭა.