თურქეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში გიოზთეფე გაზიანთეფთან 2:4 დამარცხდა, თანაც ისე, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 0:4 მარცხდებოდა.
მასპინძელმა გულშემატკივრებმა განსაკუთრებული აგრესია ქართველი მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის მიმართ გამოხატეს, რომელმაც მათ მოედნიდანვე უპასუხა ჟესტებით, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა პოსტი.
სკანდალი ქართველი მეკარის გარშემო - რა მოხდა თურქეთში?
გიოზთეფეს მთავარმა მწვრთნელმა, სტანიმირ სტოილოვმა, რომელმაც ქართველი კიპერი შესვენებაზევე შეცვალა, აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელის ფსიქიკური მდგომარეობის დასაცავად მიიღო.
ბულგარელმა სპეციალისტმა განაცხადა:
დავინახე მის მიმართ გულშემატკივრების რეაქცია... ვფიქრობდი, რომ ეს უარყოფითად აისახებოდა მასზეც და გუნდზეც, ამიტომ ცვლილება განვახორციელე.
შეეგსენებთ, რომ გუგეშაშვილი გიოზთეფეს გასულ ზაფხულს სალონიკის პაოკიდან იჯარით შეუერთდა და ოთხ შეხვედრაში 11 გოლი გაუშვა. ამას მოჰყვა კიდეც გულშემატკივრების უკმაყოფილება და შემდგომი დისციპლინური პროცესიც, რის გამოც ის პირველ გუნდს ჩამოაშორეს.