ტრაბზონსპორმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
,,განცხადება ტრაბზონსპორის დიდებულ გულშემატკივრებს,
პროფესიონალი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი, რომელთანაც ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დავიწყეთ, ოთხშაბათს, 5 აგვისტოს, 12:00 საათზე სტამბოლის ათათურქის აეროპორტის გენერალური ავიაციის ტერმინალში ჩამოვა.
იმავე დღის საღამოს ფეხბურთელი ტრაბზონში გაემგზავრება.
ტრაბზონში დახვედრის ღონისძიების დროისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია დღის განმავლობაში ჩვენი კლუბის ოფიციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით გავრცელდება." - წერია თურქული კლუბის პოსტში
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სალაჰი ტრაბზონსპორს თავისუფალი აგენტის სტატუსით, ლივერპულიდან წასვლის შემდეგ, ორწლიანი კონტრაქტით შეუერთდება.
ტრაბზონსპორი კერძო თვითმფრინავიდან ეგვიპტელი ფეხბურთელის ახალი კლუბის მაისურით გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
