მო სალაჰის ტრაბზონსფორში გამოჩენამ და მისმა პირველმა გადაწყვეტილებამ თურქი გულშემატკივრები აღაფრთოვანა.
ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა ახალ კლუბში ისეთი მაისურის ნომერი აირჩია, რითაც ადგილობრივი ფანების გულები პირველივე წუთებიდანვე დაიპყრო და მათი უდიდესი სიყვარული დაიმსახურა. საქმე იმაშია, რომ 61 განსაკუთრებულ ნომრად ითვლება, მოსახლეობა დამატებით ფულსაც კი იხდის, რომ მათი მობილურის ნომრები 61-ით დაიწყოს და დამთავრდეს, ასევე ყოფილა შემთხვევა, როცა გუნდი 6-0-ს იგებდა, მეტოქეს სპეციალურად გაატანინეს ერთი გოლი, რათა მატჩის შედეგი 6-1 დაფიქსირებულიყო.
სალაჰის ეს ჟესტი იდეალურად ჯდება ტრაბზონის საფეხბურთო კულტურაში. შეგახსენებთ, რომ ტრაბზონსპორი გამორჩეული ისტორიის მქონე კლუბია, რომელმაც 2022 წელს თურქეთის სუპერლიგაში სტამბოლური გრანდების მრავალწლიანი მონოპოლია დაამსხვრია და ნანატრ ჩემპიონობას დაეუფლა.