ტრაბზონსპორი ახლოსაა, რომ მოჰამედ სალაჰის ტრანსფერი „გაიტაცოს“.
Foot Mercato-ს ჟურნალისტ სანტი აუნას ცნობით, კლუბი ფეხბურთელის აგენტთან გამართული წინ წასული მოლაპარაკებების შემდეგ მოთამაშესთან სრულ შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა.
ამის ფონზე, ბეშიქთაშმა ოფიციალურად შეაჩერა მოლაპარაკებები განუსაზღვრელი ვადით, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის მხარესთან უკვე მიღწეული ჰქონდა სიტყვიერი შეთანხმება 1+1-წლიანი კონტრაქტის თაობაზე, რომლის მიხედვითაც ეგვიპტელი სეზონში 10 მილიონ ევროს სუფთა ხელფასის სახით და დამატებით 2 მილიონ ევროს ბონუსების სახით მიიღებდა.
თურქი ჟურნალისტის, იაღიზ საბუნჩუოღლუს ინფორმაციით, ტრაბზონსპორმა მოჰამედ სალაჰის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა და ოფიციალური შეთავაზება წარუდგინა, რომელიც 2-წლიან კონტრაქტსა და წლიურ ანაზღაურებას 17 მილიონი ევროს ოდენობით მოიცავს.
ეგვიპტელის წარმომადგენელი ფეხბურთელს დაუკავშირდა და ტრაბზონსპორის შეთავაზების ყველა დეტალი გააცნო.
სალაჰი ტრაბზონსპორის წინადადებას დადებითად უყურებს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი ის ოჯახთან კონსულტაციას გაივლის.