• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მუქარა და შეურაცხყოფა: მსოფლიო ჩემპიონს პოლიტიკური პოზიციის გამო თავს დაესხნენ
ფეხბურთიფეხბურთი

მუქარა და შეურაცხყოფა: მსოფლიო ჩემპიონს პოლიტიკური პოზიციის გამო თავს დაესხნენ

03 აგვ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სელტას თავდამსხმელი და ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი ბორხა იგლესიასი პოლიტიკური და ჰუმანიტარული პოზიციების გამო სოციალურ ქსელში მუქარისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.


Mundo Deportivo-ს ცნობით, ფეხბურთელმა თავის ოფიციალურ გვერდზე გაასაჯაროვა მესიჯი, სადაც მას წერენ: „შენ არარაობავ, ვირთხავ, უნდა მოეკალით“. შეტყობინების ავტორი ბორხას აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან პალესტინას სოლიდარობა გამოუცხადა, მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის დროს კი ესპანეთის დასაცავად ხმა არ ამოიღო.

გაბრაზებული გულშემატკივარი წერილში ხაზს უსვამდა, რომ იგლესიასმა რამდენიმე დღის წინ ესპანეთის მაისურით მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე კი დუმდა და ამის ნაცვლად „მარიო კარტის“ თამაშის ვიდეო გამოაქვეყნა. თავდამსხმელმა ბრალდებებზე კამათი არ დაიწყო, მესიჯი უბრალოდ გააზიარა და მოკლედ დააწერა: „და ასეა მთელი დღე, ყოველდღე“, რითაც მიანიშნა, რომ მსგავსი შეურაცხყოფის მოსმენა მუდმივად უწევს.

გამოცემის ცნობით, ბორხა ხშირად ხდება მსგავსი თავდასხმების სამიზნე, რადგან ღაზაში მიმდინარე ომის დროს პალესტინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. ამასთან, მან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, თასის გადაცემის ცერემონიაზე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხოლოდ ცივად, პროტოკოლურად ჩამოართვა ხელი, რაც ბევრმა მის პოლიტიკურ პოზიციას დაუკავშირა. იგლესიასმა მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებული ბრალდებები უპასუხოდ დატოვა და ყურადღება მხოლოდ იმ შეურაცხმყოფელი მესიჯების მასშტაბებზე გაამახვილა, რასაც ყოველდღიურად იღებს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბორხა იგლესიასი
სელტა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მძიმე ფასად მოპოვებული გამარჯვება - ბარსამ ლა ლიგის ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მძიმე ფასად მოპოვებული გამარჯვება - ბარსამ ლა ლიგის ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქოჩორაშვილს ესპანურ ფეხბურთში დაბრუნება სურს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქოჩორაშვილს ესპანურ ფეხბურთში დაბრუნება სურს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ესპანელმა ფეხბურთელებმა ყოფილი პრემიერის განცხადება დაგმეს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ესპანელმა ფეხბურთელებმა ყოფილი პრემიერის განცხადება დაგმეს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

შეთანხმება შედგა - მანჩესტერ იუნაიტედი ორ მეკარეს უშვებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება შედგა - მანჩესტერ იუნაიტედი ორ მეკარეს უშვებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 აპრ, 2026

მძიმე ფასად მოპოვებული გამარჯვება - ბარსამ ლა ლიგის ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

News image

10 ივნ, 2026

ქოჩორაშვილს ესპანურ ფეხბურთში დაბრუნება სურს?

News image

14 ივლ, 2026

ესპანელმა ფეხბურთელებმა ყოფილი პრემიერის განცხადება დაგმეს

News image

10 სთ წინ

შეთანხმება შედგა - მანჩესტერ იუნაიტედი ორ მეკარეს უშვებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება