ლორენცო ინსინიეს თქმით, გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე შანსი იყო, რომ ის ნაპოლიში დაბრუნებულიყო.
„ოცი დღის წინ ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ მას სპორტული დირექტორი მანნა დაუკავშირდა და ნაპოლიში დაბრუნების შანსი არსებობდა, თუმცა ამავდროულად პესკარაც უკვე დამიკავშირდა.
ჩემმა აგენტმა პრეზიდენტ სებასტიანის აუხსნა, რომ ჩვენ ნაპოლისთან კონტაქტში ვიყავით და თუ ეს არ განხორციელდებოდა, მე პესკარას წინადადებას დავთანხმდებოდი.
როდესაც ნაპოლი დამიკავშირდა, იმ ღამეს ვერ დავიძინე, ჩემი სურვილი კარიერის ლურჯ მაისურში დასრულება იყო. ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ მზად ვიყავი უფასოდ დავბრუნებულიყავი, რადგან ეს ოცნება იქნებოდა.
შემდეგ მათ სხვა არჩევანი გააკეთეს, ახლა კი იმედი მაქვს, რომ პესკარას გადარჩენაში დავეხმარები.“ - განაცხადა იტალიელმა ფეხბურთელმა.
34 წლის შემტევი პესკარაში დაბრუნდა, სადაც თავის დროზე მისი პროფესიონალური კარიერა იწყებოდა. იტალიური კლუბი სერია ბ-ში ბოლო ადგილზეა და გადარჩენისთვის იბრძვის.