ნაპოლი გუნდში ანტონიო კონტეს შენარჩუნებაზე აქტიურად მუშაობს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს კონტეს შენარჩუნება სურს და ამისათვის იტალიელ მწვრთნელს ახალი კონტრაქტიც შესთავაზა გაუმჯობესებული ხელფასით.
ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, იმატა საუბრებმა, რომ კონტე თანამდებობას ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვებს. კლუბმა მის შემცვლელად ალეგრის მოყვანა დააპირა, თუმცა პრიორიტეტულ ვარიანტად მაინც ანტონიოს შენარჩუნება რჩება.
ბოლო დღეებში მხარეებს შორის კარგი დიალოგები შედგა და კონტე დიეგო მარადონაზე დარჩენას უფრო და უფრო უახლოვდება.
ანტონიო კონტემ ნაპოლი გასულ ზაფხულს ჩაიბარა და პირველივე სეზონში ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც სკუდეტო მესამე გუნდს მოაგებინა - ჯერ იუვენტუსს, შემდეგ ინტერს, ახლა კი ნაპოლისაც.