ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ნაპოლისთან მატჩის წინ - ლამინ იამალი
ფეხბურთიფეხბურთი

ნაპოლისთან მატჩის წინ - ლამინ იამალი

11 მარ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ნაპოლისთან მოახლოვებულ შეხვედრაში, ბარსელონას შეტევაში ერთ-ერთი მთავარი იმედი 16 წლის ლამინ იამალი იქნება.

 

ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა და მომავალი წლის საუკეთესო ახალგაზრდას მოგების მთავარი კანდიდატიც.

 

2007 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა 2023/24-სეზონში უკვე 37 მატჩის ჩატარება მოასწრო, რომლებშიც 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. ჯამში, იამალმა მოედანზე 2000-ზე მეტი წუთი გაატარა.

 

მართალია, ჯერჯერობით იამალს ჩემპიონთა ლიგაზე გოლი არ გაუტანია, თუმცა ციფრებს თუ დავეყრდნობით - ცდას ნამდვილად არ აკლებს. საშუალოდ, ის ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მეტოქის კარისკენ 2-ჯერ ურტყამს. 

 

ამ სეზონში ლამინს ჩემიონთა ლიგაზე 7 მატჩი დაუგროვდა, საიდანაც 4 მან სასტარტოდან დაიწყო, 3-ში კი ცვლილებაზე შემოვიდა. საშუალოდ, ფეხბურთელი ერთ მატჩში მოედანზე 56 წუთს ატარებს და ჯერჯერობით, მისი მონაგარი 1 საგოლე გადაცემაა.

 

ჩემპიონთა ლიგის მატჩებში იამალის საშუალო შეფასება 7.08-ს შეადგენს, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე ლა ლიგაში (7.34), სადაც ფეხბურთელს 27 მატჩი დაუგროვდა (14 სასტარტოში), ერთ მატჩში ის მოედანზე საშუალოდ 55 წუთით რჩება 4 გოლის გატანაც მოახერხა, მათ შორის ბოლო ტურში - მალიორკას შორეული დარტყმით გამარჯვების გოლი ცვლილებაზე შემოსვლის შემდეგ შეუგდო.

 

ევროტურნირზე გოლის გატანის დიდი სურვილის გამო, ესპანეთის ნაკრების შემტევი ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტჯერ ურტყამს კარისკენ, ვიდრე ლა ლიგაში - საშუალოდ 2 დარტყმა, ლა ლიგის 1.5-თან შედარებით.

 

საინტერესოა, რომ რეალური მომენტების გაცუდებით იამალი დიდად არ გამოირჩევა - ლა ლიგაში თავისი 4 გოლი მან 4.29 xG-დან გაიტანა, რაც საუკეთესო ფორვარდების დონის სტატისტიკაა.

 

ზედმეტი ციფრებით რომ არ გადაგტვირთოთ, დასასრულისკენ გეტყვით იმასაც, რომ პედრის და ფრენკი დე იონგის არ ყოფნაში (ორივემ ტრავმა ახლახანს მიიღო), ფორმაში შესულ ნაპოლისთან დაპირისპირებაში, ბარსას ერთ-ერთი მთავარი იმედი სწორედ 16 წლის შემტევი იქნება, რომელშიც, თუ Marca-ს დავუჯერებთ, პსჟ რამდენიმე დღის წინ 200 მილიონ ევროს იხდიდა.

ბარსელონა
ნაპოლი
ლამინ იამალი
ჩემპიონთა ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

13 დეკ, 2025

ფლიკი: "ალონსო? მე მარტო ბარსელონაზე ვლაპარაკობ"

News image

11 სთ წინ

VIDEO: ნაპოლიმ წააგო, ინტერმა მოიგო და სერია ა-ში გალიდერდა

News image

13 დეკ, 2025

VIDEO: რაფინიას დუბლი — ბარსელონას ზედიზედ მეშვიდე და +7 რეალთან

News image

18 სთ წინ

საუდის არაბეთის პრინცი ბარსელონაში 10 მილიარდ ევროს იხდის

კომენტარები

ფლიკი: "ალონსო? მე მარტო ბარსელონაზე ვლაპარაკობ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფლიკი: "ალონსო? მე მარტო ბარსელონაზე ვლაპარაკობ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ნაპოლიმ წააგო, ინტერმა მოიგო და სერია ა-ში გალიდერდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ნაპოლიმ წააგო, ინტერმა მოიგო და სერია ა-ში გალიდერდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: რაფინიას დუბლი — ბარსელონას ზედიზედ მეშვიდე და +7 რეალთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: რაფინიას დუბლი — ბარსელონას ზედიზედ მეშვიდე და +7 რეალთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საუდის არაბეთის პრინცი ბარსელონაში 10 მილიარდ ევროს იხდის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საუდის არაბეთის პრინცი ბარსელონაში 10 მილიარდ ევროს იხდის
•ფეხბურთი

ფეხბურთი