ჟოაუ ნევეში პსჟ-ის უპირობო ძირითადის წევრად აღარ განიხილება.
L’Équipe-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა ნახევარმცველმა თამაშის ხარისხის გაუარესების ფონზე გუნდში პოზიციები დროებით დათმო.
მანჩესტერ სიტისთან 4:2 მოგებულ შეხვედრაში ნევეშმა მხოლოდ 15 წუთი ითამაშა. გამოცემა აღნიშნავს, რომ 2026 წელს მას პარიზული კლუბის მაისურით მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი.
ყურადღებას პასების სტატისტიკაც იქცევს: მეტოქის ხაზების გამჭოლი გადაცემებით ნევეში პსჟ-ის ფეხბურთელებს შორის მხოლოდ მე-12 ადგილზეა. ამ მაჩვენებლით ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ვიტინიას, ასევე ფაბიან რუისსა და უორენ ზაირ-ემერის.
ფრანგული გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ვიტინიას ჩრდილში ნევეში პორტუგალიის ნაკრებშიც მოექცა - მისი თანაგუნდელის სათამაშო მახასიათებლები ჟორჟე ჟეზუშის მოთხოვნებს უკეთ შეესაბამება.
პსჟ-ში ნევეშის როლის შემცირებას დროებით მოვლენად მიიჩნევენ. კლუბში მის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საყურადღებო ნიშნებზეც მიუთითებენ, რის გამოც დატვირთვის მართვაა საჭირო.