ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ნიკა კვეკვესკირი და ქართული ფეხბურთის ისტორიული მატჩები
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ნიკა კვეკვესკირი და ქართული ფეხბურთის ისტორიული მატჩები

29 მარ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ქართული ფეხბურთის უახლოეს ისტორიაში 3 ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის გახსენება შეიძლება.

 

2011 წლის 25 აგვისტო (დინამო არენა) - დინამო თბილისი VS ათენის აეკი

 

დინამო თბილისს ერთი მატჩი აშორებდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე. ქართულმა გუნდმა ათენში პირველი შეხვედრა 1-0 წააგო და თბილისში ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდა.

 

თბილისური მატჩის დასაწყისშივე ალექს გარსიას გუნდი ალექსანდე კოშკაძის გოლით დაწინაურდა. თამაშის ბოლომდე ანგარიში შენარჩუნდა და დამატებითი დრო დაინიშნა. 110-ე წუთზე ლევან კაკუბავამ საჯარიმოში ეიდურ გუდიონსენი წააქცია და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ბერძნებმა ზუსტად შეასრულეს. ევროპა ლიგის ჯგუფში ათენის აეკი მოხვდა.

 

ფოტოზე ჩანს, თუ მატჩის შემდეგ როგორ ამშვიდებს დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი, ალექს გარსია 19 წლის ნიკა კვეკვესკირს.

 

 

2020 წლის 12 ნოემბერი (დინამო არენა) - საქართველო VS ჩრდილოეთ მაკედონია

 

ამჯერად საქართველოს ნაკრებს აშორებდა ერთი მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე. ეროვნულ გუნდს ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ თამაში ცარიელი ტრიბუნების წინაშე მოუწია, გუნდს წინა დღეს გამოაკლდა ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია. ყველაფერი ცუდად დასრულდა. გორან პანდევის გოლით დავმარცხდით და ევროპის ჩემპიონატზე მაკედონიელები გავიდნენ.

 

ქართველთა მხრიდან საუკეთესო მოთამაშე ნიკა კვეკვესკირი იყო, რომელმაც მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა და ეს ფოტო იმ მარცხის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა.

 

 

2024 წლის 26 მარტი (დინამო არენა) - საქართველო VS საბერძნეთი

 

საქართველოს ნაკრები ისევ ერთ ნაბიჯში ევროპის ჩემპიონატთან, ამჯერად მეტოქე საბერძნეთი იყო. დაპირისპირების ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის შესრულება კი ნიკა კვეკვესკირს მოუწია. 

 

31 წლის ფეხბურთელი უმნიშვნელოვანესი გოლის ავტორი გახდა და საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

 

 

როგორც ჩანს, ნიკა კვეკვესკირის ხვედრი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გადამწყვეტი მატჩების ეპიცენტრში ყოფნა იყო. აქამდე მას არ უმართლებდა, მე-3 ცდაზე კი ყველაფერი გამოვიდა - კვეკვე და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე არიან.

დინამო თბილისი
საქართველოს ეროვნული ნაკრები
ნიკა კვეკვესკირი
ქართული ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლოკომოტივში სიახლეებია - კლუბის ბორდის წევრი შოთა არველაძე იქნება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლოკომოტივში სიახლეებია - კლუბის ბორდის წევრი შოთა არველაძე იქნება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბელგიური კლუბი მექვაბიშვილით ინტერესდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბელგიური კლუბი მექვაბიშვილით ინტერესდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კონფერენს ლიგაზე სპაერის მეტოქე ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კონფერენს ლიგაზე სპაერის მეტოქე ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

13 სთ წინ

შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა

News image

16 სთ წინ

ლოკომოტივში სიახლეებია - კლუბის ბორდის წევრი შოთა არველაძე იქნება

News image

14 სთ წინ

ბელგიური კლუბი მექვაბიშვილით ინტერესდება

News image

16 სთ წინ

კონფერენს ლიგაზე სპაერის მეტოქე ცნობილია