ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმატის 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო.
მარინ ჩილიჩთან გამარჯვების შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა 1/8 ფინალურ შეხვედრაში არგენტინელ ფაკუნდო დიას აკოსტას დამაჯერებლად, 6:2; 6:4 აჯობა.
პირველ სეტში დიდი უპირატესობა ჰქონდა, მეორეში კი აკოსტამ ბრეიკით 3:1 წაიყვანა, მაგრამ შემდეგ ინიციატივა კვლავ ნიკამ მოიპოვა და თამაშიც 1 საათსა და 7 წუთში დაასრულა.
ბასილაშვილი ტურნირის 1/4 ფინალში შეხვდება 38 წლის ფრანგ ადრიან მანარინოს, რომელმაც მსოფლიოს 22-ე ჩოგანს, ანდრეი რუბლიოვს 3 სეტში მოუგო (6:4; 3:6; 6:3).
შეგახსენებთ, ქართველმა ტურნირზე გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ძირითად ბადეში იქ მოგებული 2 თამაშის შედეგად მოხვდა.