26 წლის მცველი გერმანულ კლუბთან კონტრაქტს 2031 წლამდე გაახანგრძლივებს.
Sky Sport-ის ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი ნაკრებების მარტის პაუზის დასრულებისთანავე მოეწერება.
ახალი ხელშეკრულებით შლოტერბეკი წელიწადში 14 მილიონ ევროს მიიღებს, რაც კლუბში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.
გარდა ამისა, კონტრაქტში ჩაიდება გამოსასყიდი თანხა, რომელიც ძალაში 2027 წლიდან შევა.
ბუნდესლიგის ამ გათამაშებაში ნიკომ 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა.
გერმანელი ფეხბურთელით მადრიდის რეალი, ბარსელონა და სხვა გრანდები ინტერესდებოდნენ, თუმცა მან სიგნალ იდუნა პარკზე დარჩენა ამჯობინა.