Geo Team-ის ინფორმაციით, ვახტანგ სალია ნიუკასლში 17 აგვისტოს გაფრინდება.
წყაროს ცნობით, ნიუკასლი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არ განიხილავს და ქართველი თავდამსხმელი პირველ გუნდთან ერთად მოემზადება.
ფეხბურთელი ინგლისში აგენტთან, ლევან სეთურიძესთან ერთად გაემგზავრება.
ვახტანგ სალია ნიუკასლმა დინამო თბილისისგან გასულ ზაფხულს იყიდა, თუმცა ასაკის გამო ვერ წაიყვანა - ფეხბურთელი 18 წლის 30 აგვისტოს გახდება და კლუბსაც მისი გამოყენება შეეძლება.
ქართველი ფეხბურთელები ტოპ ლიგებში - 2025-26 წლების სეზონი იწყება