მიუნხენის ბაიერნმა ამხანაგურ შეხვედრაში ლაიფციგი 3:1 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ გუნდის კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვენსან კომპანის მიერ განხორციელებული ბევრი ცვლილების მიუხედავად, გუნდი შეხვედრას სერიოზულად მიუდგა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან ასევე გაიხსენა აზიაში ასტონ ვილასთან გამართული დაპირისპირება და ხაზი გაუსვა, რომ კლუბი ახალი სეზონისთვის კარგად ემზადება.
ჟურნალისტების მთავარი ინტერესი მაინც გერმანელი მეკარის მომავალს უკავშირდებოდა. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2026-2027 წლების სეზონი, რომლისთვისაც ნოიერმა კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა, მის კარიერაში უკანასკნელი იქნებოდა, თუმცა ფეხბურთელმა ამ თემაზე საუბრისას კარიერის გაგრძელების კარი ღიად დატოვა.
მოვლენებს თავის ნებაზე მივუშვებ და ვნახავთ, რა მოხდება. ამ სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებ, ამის შემდეგ კი ყველაფერი გამოჩნდება
ლაიფციგთან გამართული სპარინგი მიუნხენელებისთვის გერმანიის სუპერთასისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო, სადაც ისინი მომდევნო შაბათს დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდებიან.
ბუნდესლიგის ახალ სეზონს კი ბაიერნი 28 აგვისტოს, შტუტგარტის წინააღმდეგ გასამართი მატჩით გახსნის.