გერმანულ ფეხბურთში ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სატრანსფერო ისტორია პარასკევს დასრულდა.
კიოლნის 19 წლის გარემარბის, საიდ ელ მალას დორტმუნდის ბორუსიაში გადასვლა მოულოდნელად ჩაიშალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს დორტმუნდში გადასვლა გერმანიის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ურჩია.
გავრცელებულ ბრალდებებს 59 წლის გერმანელმა სპეციალისტმა მკაცრად უპასუხა და კატეგორიულად უარყო, თითქოს ფეხბურთელს იმ კლუბში გადასვლისკენ უბიძგებდა, რომელშიც თავად შვიდი წელი გაატარა. კლოპის თქმით, ეს მისი საქმე არ არის და მსგავსი რამ არასდროს გაუკეთებია.
ცოტა გამაღიზიანა იმან, რომ ხალხს ასეთი სულელი ვგონივარ, თითქოს ჩემი პირველი ოფიციალური ქმედება ფეხბურთელთან დარეკვა და იმის თქმა იქნებოდა, რომ დორტმუნდი მისთვის კარგი ვარიანტია
მწვრთნელმა დასძინა, რომ რჩევას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს, თუ მოთამაშესთან ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს და ის თავად სთხოვს დახმარებას, თუმცა ელ მალასთან მსგავსი საუბარი არ ჰქონია.