უიმბლდონის პირველი წრის უკანასკნელ შეხვედრაში, ცენტრალურ კორტზე ტურნირის 7-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდა.
სერბის მეტოქე ფრანგი ალექსანდრ მიულერი იყო, რომელთანაც ნოლეს იქამდე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ნათამაშები - 2023 წლის ამერიკის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩმა მარტივი გამარჯვება მოიპოვა სამ სეტში.
უიმბლდონზე კი სიტუაცია ცოტათი განსხვავებული გამოვიდა - პირველი სეტის მარტივად 6:1 მოგების შემდეგ, ნოლემ ალბათ ყურადღება მოადუნა და მეორე სეტი მეტოქეს გაატანა - მართალია, თავად ჰქონდა 6 სეტ-პოინტი და არაერთხელ შეეძლო სეტის სათავისოდ დასრულება, თუმცა ტაი-ბრეიკზე საბოლოოდ უკეთესი მიულერი აღმოჩნდა.
მესამე სეტის დასაწყისში ჯოკოვიჩმა თავი არაკომფორტულად იგრძნო და კორტზე ექიმსაც უხმო, თუმცა გონს მალევე მოეგო და ორი მომდევნო სეტი ერთნაირი ანგარიშით 6:2 მოიგო.
6:1 6:7 6:2 6:2 - 3 საათსა და 21 წუთში ჯოკოვიჩმა გამარჯვება მოიპოვა და მეორე წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე კორტების მასპინძელი დენ ევანსი იქნება.
ბევრი სენსაცია - მოთამაშეები, რომლებმაც უიმბლდონის პირველ რაუნდში წააგეს