ნოტინგემ ფორესტის ოფიციალური განცხადებით, ტაივო ავონის ლესტერ სიტისთან მიღებული დაზიანების შემდეგ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
გავრცელებული ცნობით, ოპერაციის შემდეგ ნიგერიელი მოთამაშე ხელოვნურ კომაშია და ინტენსიური დაკვირვების ქვეშაა.
ავონიმ მუცლის არეში დაზიანება პრემიერ ლიგის გასულ ტურში ლესტერ სიტისთან მატჩში მიიღო, როცა ძელს შეეჯახა.
ნოტინგემის თავდამსხმელი საავადმყოფოში ორშაბათს გადაიყვანეს, როცა კლუბის ექიმებმა ტრავმის შემდეგ ოპერაციის საჭიროების საკითხი დააყენეს.