იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლივერპული და ბაიერ ლევერკუზენი ფლორიან ვირცის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.
ლივერპულში თვლიან, რომ ვირცის ტრანსფერი დროის საკითხია, თავად მოთამაშემ ბაიერს გასულ კვირას შეატყობინა მისი მკაფიო გეგმა მერსისაიდში გადასვლასთან დაკავშირებით.
ლივერპულის შეთავაზება 130 მილიონი ევროა, რომელიც მაგიდაზე დევს. კლუბებს მოლაპარაკება ბონუსების სტრუქტურაზე აქვთ, რაც საბოლოო შეთანხმებისთვის მნიშვნელოვანი დეტალია.
როგორ იწერება, ეს საგა დიდხანს არ გაგრძელდება და კლუბები გარიგებას საბოლოოდ მალე დახურავენ.
ვირცთან ერთად ლევერკუზენიდან ლივერპულში ჯერემი ფრიმპონგიც გადავა, რომლის ტრანსფერზეც მხარეები უკვე შეთანხმდნენ.