ჩარლზ ოლივეირამ ივნისის ბოლოს ილია თოფურიასთან განცდილი მარცხი გაიხსენა.
29 ივნისის გამთენიისას ქართველმა ბრაზილიელი მებრძოლი მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.
„ოჯახო, ნოკაუტში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, თუმცა ყველაფერი ხდება ოდესღაც პირველად. სამწუხაროდ, ჩემი დრო დადგა - ნაადრევად დავმარცხდი უძლიერეს მეტოქესთან. სახლში გულდაწყვეტილი დავბრუნდი, თუმცა ახლა, სიმართლე გითხრათ, მზად ვარ.
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: დაჭრილი ლომიც - ჯერ კიდევ ლომია. 12 ოქტომბერს ყველას დაგიმტკიცებთ, რომ ჩემი ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა." - აღნიშნა ოლივეირამ.
12 ოქტომბერს ჩარლზი რაფაელ ფიზიევს ღონისძიების მთავარ ბრძოლაში დაუპირისპირდება.