მანჩესტერ სიტის მცველმა იოშკო გვარდიოლმა ჩელსისთან მატჩში ფეხი მოიტეხა.
შეხვედრა პრემიერ ლიგის 20-ე ტურის ფარგლებში გაიმართა და 1:1 დასრულდა.
ხორვატი ფეხბურთელი მატჩის 51-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის შემდეგ მას დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
მანჩესტერ სიტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გვარდიოლს მარჯვენა ფეხის წვივის ძვლის (დიდი წვივის) მოტეხილობა დაუდგინდა. ამ კვირაში ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდება.
იოშკო გვარდიოლის რეაბილიტაციის ზუსტი ვადები ჯერ არ სახელდება. მსგავსი ტიპის ტრავმების შემთხვევაში აღდგენა, როგორც წესი, 3-დან 6 თვემდე გრძელდება, დაზიანების სიმძიმის მიხედვით.