მადრიდის რეალის ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ კლუბმა ბორნმუთთან შეთანხმებას მიაღწია დინ ჰაუსენის ტრანსფერთან დაკავშირებით.
მოთამაშე რეალთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2025 წლის 1 ივნისიდან 2030 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი.
20 წლის მცველი ესპანეთის ნაკრების წევრია. მას იტალიის სერია ა-ში იუვენტუსისა და რომას შემადგენლობაში, ხოლო პრემიერ ლიგაში ბორნმუთში უთამაშია.
დინ ჰაუსენი პრემიერ ლიგის 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდოზეა ნომინირებული.
რეალი ბორნმუთს ახალგაზრდა მცველის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს გადაუხდის.