იაია ტურე ბრატისლავას სლოვანის ახალი მთავარი მწვრთნელია.
სლოვაკური კლუბის ხელმძღვანელობამ 43 წლის ყოფილ ვარსკვლავ ფეხბურთელთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ნახევარმცველმა კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი მანჩესტერ სიტიში გაატარა, მანამდე კი ბარსელონაში თამაშობდა. აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ მან მწვრთნელობაში გადაინაცვლა.
ტურე ტოტენჰემის აკადემიაში მუშაობდა და ასევე რობერტო მანჩინის ასისტენტი იყო საუდის არაბეთის ეროვნულ ნაკრებში. მომავალი სეზონიდან კი ის სლოვაკეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს უხელმძღვანელებს.
ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ. გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ ვითმენ, ერთად მუშაობას როდის დავიწყებთ.
ჩემს წინამორბედს უდიდესი პატივი ეკუთვნის იმისთვის, რაც მან სლოვანში გააკეთა. მსურს, მის მიღწევებს დავეყრდნო და ამავდროულად ჩემი საკუთარი, ახალი და უნიკალური იდეებიც შევიტანო." - განაცხადა იაია ტურემ.
შეგახსენებთ, რომ სლოვანს საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი, ვლადიმირ ვაისი წვრთნიდა, რომელმაც ბრატისლავური გუნდი დატოვა და სლოვაკეთის ნაკრებში დაბრუნდა.
გასული სეზონის ბოლოს სლოვანი დატოვა საქართველოს ნაკრების უკვე ყოფილმა კაპიტანმა, გურამ კაშიამაც.