პარი სენ-ჟერმენის ოფიციალური გვერდის ცნობით, ილია ზაბარნი კლუბის ახალი ფეხბურთელია.
22 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც 6-ნომრიან მაისურს მოირგებს, პსჟ-ის ისტორიაში პირველი უკრაინელი მოთამაშეა.
ზაბარნიმ პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდე გააფორმა, ბორნმუთი მის ნაცვლად 63 მილიონ ევროს (პლუს 3 მილიონი ბონუსები) მიიღებს.
"ძალიან ბედნიერი ვარ მსოფლიოს საუკეთესო კლუბ პსჟ-ში გადმოსვლით, რომელსაც საუკეთესო პროექტი აქვს.
აქ იმისთვის ვარ, რომ მოედანზე ყველაფერი გავიღო, ველოდები ჩემს დებიუტსა და გულშემატკივრებთან შეხვედრას." - განაცხადა უკრაინელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
