იურგენ კლოპი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა და გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ლივერპულის ყოფილმა დამრიგებელმა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე გააფორმა და იულიან ნაგელსმანი ჩაანაცვლა, რომელმაც პოსტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ დატოვა.
პარაგვაისთან პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ, სადაც ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონები კვლავ უშედეგოდ გამოეთიშნენ ტურნირს, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ცვლილებები განახორციელა.
კლოპი სამწვრთნელო საქმიანობას 2024 წელს ლივერპულიდან წასვლის შემდეგ პირველად უბრუნდება, ბოლო პერიოდში კი ის Red Bull-ის ჯგუფში გლობალური ფეხბურთის ხელმძღვანელად მუშაობდა.
Sky Germany-ს ინფორმაციით, კლოპი სამწვრთნელო შტაბში თავის ძველ თანაშემწეებს, პეპ ლინდერსსა და პიტერ კრავიეცს დაიბრუნებს.