პარი სენ-ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ქართველმა სუპერვარსკვლავმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.
პსჟ ნაპოლის კვარაცხელიას ტრანსფერში 70 მილიონ ევროს გადაუხდის. ახალ გუნდში ქართველი 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
პსჟ-ს პრეზიდენტი: "კვარა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ფეხბურთელია"