მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, მარსელომ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„ფეხბურთის სიყვარული ბაბუამ დამინერგა. მას უნდოდა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვსულიყავი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო.
18 წლის ასაკში, კარზე რეალმა დამიკაკუნა და აქ აღვმოჩნდი. ახლა შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ნამდვილი "მადრილენიო" ვარ. აქ, ჩემს მეუღლესთან ერთად, ოჯახი შევქმენი. 16 სეზონი, 25 ტიტული, 5 ჩემპიონთა ლიგა, კაპიტნის სამკლაური და უამრავი მაგიური ღამე ბერნაბეუზე. რა თავგადასავალი!
რეალი განსაკუთრებული კლუბია, მადრიდისტობა კი - აუღწერელი შეგრძნება. ასაკობრივი გუნდებიდან მოყოლებული ჩემი ნაკრების ღირსების დაცვაც ასევე უდიდესი პატივი იყო. მოგონებებში სამუდამოდ დამრჩება ორი ოლიმპიური მედალი და კონფედერაციათა თასი.
ფლუმინენსეში დაბრუნება ნიშნავდა კლუბისთვის ვალის დაბრუნებას იმ ყველაფრისთვის, რაც მათ, თავის დროზე, მე მომცეს - ერთად სამი ტიტული მოვიგეთ, მათ შორის ლიბერტადორესის თასიც და ახალგაზრდა თაობებს მემკვიდრეობა დავუტოვეთ სტადიონ მარსელო ვიეირაზე.
ჩემი, როგორც ფეხბურთელის თავგადასავალი, აქ მთავრდება, თუმცა ფეხბურთისთვის კიდევ ბევრი მაქვს მისაცემი. მადლობა ყველაფრისთვის." - ამბობს ბრაზილიელი გამოქვეყნებულ ვიდეოში.
Forever grateful 💜#M12 pic.twitter.com/k8GP19sybd
— Marcelotwelve (@MarceloM12) February 6, 2025
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები