• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ოფიციალურად: მილანში მასშტაბური წმენდა ჩატარდა
ფეხბურთიფეხბურთი

ოფიციალურად: მილანში მასშტაბური წმენდა ჩატარდა

7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მილანის მფლობელმა, RedBird-ის შეფმა ჯერი კარდინალემ გუნდში მასშტაბური წმენდა ჩაატარა და თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი მაქს ალეგრი, სპორტული დირექტორი იგლი ტარე, გენერალური დირექტორი ჯორჯო ფურლანი და ტექნიკური დირექტორი ჟოფრე მონკადა ერთდროულად გაათავისუფლა.


კლუბში ერთადერთი ხელშეუხებელი პირი სპეციალური მრჩეველი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღმოჩნდა.

რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი სერია A-ს ბოლო ტურში კალიარისთან სახლში განცდილი სენსაციური მარცხი (1:2) გახდა. ჩემპიონთა ლიგის საგზურის გასანაღდებლად მილანს კომოსთან ორქულიანი უპირატესობის ფონზე მხოლოდ 1 ქულა სჭირდებოდა, თუმცა გუნდმა უმოტივაციო მეტოქესთან მატჩი ჩააგდო და მეოთხე ადგილი დაკარგა.

კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ხელმძღვანელობამ სეზონს სრული კრახი უწოდა:


გასული წლის იმედგაცრუების შემდეგ, მფლობელების მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება და სერია A-ში სტაბილური გამარჯვებების ბაზის შექმნა იყო. სეზონის უდიდესი ნაწილი პირველ ორ პოზიციაზე ვიმყოფებოდით და სკუდეტოსთვის რეალურად ვიბრძოდით. თუმცა, ფინალური მონაკვეთი სრულიად შეუსაბამო იყო ამ მაჩვენებლებთან, ხოლო ბოლო ტურის მარცხმა ეს სეზონი ცალსახა წარუმატებლობად აქცია. დროა შეიცვალოს და სრულად რეორგანიზდეს საფეხბურთო ოპერაციები


მაქს ალეგრიმ და იგლი ტარემ მილანში მხოლოდ 12 თვე გაატარეს, რადგან გუნდში გასულ ზაფხულს მივიდნენ. ალეგრიმ მიმდინარე სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, სადაც 22 გამარჯვება, 10 ფრე და 10 მარცხი მოიპოვა. ჯორჯო ფურლანი კლუბის მმართველობაში 2019 წლიდან იყო, ხოლო ჟოფრე მონკადა მთავარ სკაუტად 2018 წლიდან მუშაობდა. ჯერი კარდინალე და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ახალი სეზონისთვის კლუბის სრულიად ახალი სტრუქტურის, გენერალური დირექტორისა და მთავარი მწვრთნელის შერჩევაზე მუშაობას უკვე შეუდგნენ.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ალეგრი
მილანი
სერია ა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მოდრიჩის საბედისწერო ტრავმა და გრძელი ენისთვის დასჯილი ალეგრი - როგორ ჩავარდა მილანი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოდრიჩის საბედისწერო ტრავმა და გრძელი ენისთვის დასჯილი ალეგრი - როგორ ჩავარდა მილანი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალეგრი და მილანი - გათავისუფლება ახლოსაა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალეგრი და მილანი - გათავისუფლება ახლოსაა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ სად ინიშნება? იტალიაში მწვრთნელების მასობრივი ცვლა მიმდინარეობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ სად ინიშნება? იტალიაში მწვრთნელების მასობრივი ცვლა მიმდინარეობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ შეცვლის ალეგრის? მილანი ესპანელ მწვრთნელს დაეკონტაქტა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ შეცვლის ალეგრის? მილანი ესპანელ მწვრთნელს დაეკონტაქტა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

14 სთ წინ

მოდრიჩის საბედისწერო ტრავმა და გრძელი ენისთვის დასჯილი ალეგრი - როგორ ჩავარდა მილანი

News image

8 სთ წინ

ალეგრი და მილანი - გათავისუფლება ახლოსაა

News image

3 სთ წინ

ვინ სად ინიშნება? იტალიაში მწვრთნელების მასობრივი ცვლა მიმდინარეობს

News image

3 სთ წინ

ვინ შეცვლის ალეგრის? მილანი ესპანელ მწვრთნელს დაეკონტაქტა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება