მოჰამედ სალაჰი ლივერპულში თავისი გამორჩეული კარიერის დასრულებას 2025-26 წლების სეზონის ბოლოს აპირებს.
,,თავდამსხმელმა კლუბთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ის ენფილდზე 9-წლიან გამორჩეულ პერიოდს დახურავს.
სალაჰმა აღნიშნა, რომ სურდა ეს განცხადება გულშემატკივრებისთვის რაც შეიძლება ადრე გაეკეთებინა, რათა თავისი მომავლის შესახებ გამჭვირვალობა უზრუნველეყო, რადგან მათ მიმართ დიდ პატივისცემასა და მადლიერებას გრძნობს.
2017 წლის ზაფხულში რომადან გადმოსული ნომერი 11 მყარად დამკვიდრდა, როგორც ლივერპულის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ის გუნდს დაეხმარა პრემიერ ლიგა 2-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა, ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, უეფას სუპერთასი, ინგლისის თასი და ლიგის თასი 2-ჯერ, ასევე ინგლისის სუპერთასი მოეგო.
დღემდე ჩატარებულ 435 მატჩში გატანილი 255 გოლით, ეგვიპტელი ლივერპულის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-3 ადგილზეა. მას პრემიერ ლიგის ოქროს ბუცი 4-ჯერ აქვს მოგებული და მრავალი ინდივიდუალური ჯილდოც აქვს მიღებული.
მიმდინარე სეზონში ჯერ კიდევ ბევრი არის სათამაშო, ამიტომ სალაჰი მთლიანად კონცენტრირებულია იმაზე, რომ ლივერპულმა სეზონი მაქსიმალურად წარმატებით დაასრულოს. შესაბამისად, მისი მემკვიდრეობისა და მიღწევების სრულად აღნიშვნა მოგვიანებით, წლის ბოლოს მოხდება, როდესაც ის ენფილდს დაემშვიდობება." - წერია ლივერპულის ოფიციალურ განცხადებაში.
,,ეს დღეც დადგა" - სალაჰის ემოციური მიმართვა ლივერპულის გულშემატკივრებს