თურქულმა ქასიმფაშამ მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.
საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი კლუბში 10-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.
ქასიმფაშა არველაძესთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალებს არ ასაჯაროვებს.
შოტა არველაძეს ამ გუნდის მწვრთნელად 2012-2015 წლებში აქვს ნამუშევარი და 91 გამართულ მატჩში გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 33 გამარჯვება მოიპოვა, 30-ჯერ დამარცხდა და 28 ფრე ითამაშა.
2024/25 სეზონი ქასიმფაშამ თურქეთის ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა.