ტოტენჰემმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იგორ ტუდორის გათავისუფლება დაადასტურა.
,,ვადასტურებთ, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი კლუბს დაუყოვნებლივ ტოვებს.
ტომისლავ როგიჩმა და რიკარდო რაგნაჩიმაც დატოვეს თავიანთი პოზიციები, შესაბამისად მეკარეების მწვრთნელისა და ფიზიკური მომზადების მწვრთნელის.
მადლობას ვუხდით იგორს, ტომისლავსა და რიკარდოს ბოლო 6 კვირის განმავლობაში გაწეული დაუღალავი შრომისთვის. ასევე ვაცნობიერებთ იმ მძიმე დანაკარგს, რომელიც იგორმა ახლახან გადაიტანა და ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერას ვუცხადებთ მას და მის ოჯახს.
ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ ინფორმაცია შესაბამის დროს გავრცელდება." - წერია ლონდონური კლუბის განცხადებაში.
ბრძოლა გადარჩენისთვის - ტოტენჰემი შონ დაიჩის დანიშვნას განიხილავს