დღეს (28 ოქტომბერი, 22:00) პარიზში ოქროს ბურთის 68-ე ყოველწლიური ცერემონიალი გაიმართება, რომელიც ცნობილი ფრანგული გამოცემის France Football-ის ეგიდით ტარდება. წელს პირველად ისტორიაში ღონისძიების თანაორგანიზატორი UEFA-ც იქნება.
ცერემონიალზე 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაჯილდოვდებიან. ისტორიაში მესამედ გამარჯვებულები არა კალენდარული წლის, არამედ გასული სეზონის მიხედვით დასახელდებიან, რაც ითვალისწინებს პერიოდს 2023 წლის პირველი აგვისტოდან 2024 წლის 31 ივლისამდე.
აღსანიშნავია, რომ შარშანდელის მსგავსად წელსაც ერთ-ერთ ნომინაციაში კვლავ იქნება ქართველი ფეხბურთელი. 2023 წელს ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის ხვიჩა კვარაცხელია იყო, წელს კი გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო მეკარეობისთვის იბრძოლებს.
ოქროს ბურთის 30 ნომინანტისგან შემდგარი სია ასე გამოიყურება:
ჯუდ ბელინგემი (რეალი/ინგლისი), რუბენ დიაში (სიტი/პორტუგალია), ფილ ფოდენი (სიტი/ინგლისი), ფედე ვალვერდე (რეალი/ურუგვაი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა/არგენტინა), ერლინგ ჰალანდი (სიტი/ნორვეგია), ნიკო უილიამსი (ბილბაო/ესპანეთი), გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი/შვეიცარია), არტემ დოვბიკი (ჟირონა, რომა/უკრაინა), ტონი კროოსი (რეალი/გერმანია) - კარიერა დაასრულა), ვინისიუსი (რეალი/ ბრაზილია), დანი ოლმო (ლაიფციგი, ბარსელონა/ესპანეთი), ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი/გერმანია), მარტინ ოდეგორი (არსენალი/ნორვეგია), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი, რომა/გერმანია), როდრი (სიტი/ესპანეთი), ჰარი კეინი (ბაიერნი/ინგლისი), დეკლან რაისი (არსენალი/ინგლისი), ვიტინია (პსჟ/პორტუგალია), კოულ პალმერი (ჩელსი/ინგლისი), დანი კარვახალი (რეალი/ესპანეთი), ლამინ იამალი (ბარსელონა/ესპანეთი), ბუკაიო საკა (არსენალი/ინგლისი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი/თურქეთი), უილიამ სალიბა (არსენალი/საფრანგეთი), კილიან მბაპე (პსჟ, რეალი/ საფრანგეთი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი/არგენტინა), ადემოლა ლუკმანი (ატალანტა/ნიგერია), ანტონიო რუდიგერი (რეალი/გერმანია), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი/ესპანეთი).
საუკეთესო მეკარის ნომინაციაზე (იაშინის ჯილდო) შემდეგი მოთამაშეები არიან წარდგენილი:
დიოგუ კოშტა (პორტუგალია, პორტუ), ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია, პსჟ), გრეგორ კობელი (შვეიცარია, დორტმუნდი), ანდრეი ლუნინი (უკრაინა, რეალი), მაიკ მენიო (საფრანგეთი, მილანი), გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, ვალენსია), ემილიანო მარტინესი (არგენტინა, ასტონ ვილა), უნაი სიმონი (ესპანეთი, ატლეტიკი), იან ზომერი (შვეიცარია, ინტერი), რონუენ უილიამსი (სამხრეთ აფრიკა, მამელოდი სანდაუნსი)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის (კოპას ჯილდო) ნომინაცია:
პაუ კუბარსი, ლამინ იამალი (ორივე ბარსელონა), ალეხანდრო გარნაჩო, კობი მეინუ (ორივე მან იუნაიტედი), არდა გიულერი (რეალი), კარიმ კონატე (ზალცბურგი), ჟოაო ნევეში, ვარენ ზაირ-ემერი (ორივე პსჟ), სავიო მორეირა (მან სიტი), მატის ტელი (ბაიერნი).
საუკეთესო მწვრთნელის ნომინაცია:
ჩაბი ალონსო (ლევერკუზენი), კარლო ანჩელოტი (რეალი), ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრები), ჯანპიერო გასპერინი (ატალანტა), პეპ გვარდიოლა (მან სიტი), ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები).
საუკეთესო კლუბის ნომინაცია:
ბორუსია დორტმუნდი, ჟირონა, ლევერკუზენი, რეალი, მან სიტი.
ცერემონიალზე ასევე დასახელდებიან გერდ მიულერისა (საუკეთესო თავდამსხმელი) და სოკრატესის (ჰუმანიტარული საქმიანობა) ჯილდოს მფლობელები. ასევე ზემოთ ჩამოთვლილ ნომინაციებში დასახელდებიან ქალთა ფეხბურთში საუკეთესო მოთამაშეები, მწვრთნელები და გუნდები.