ბარსელონას ფორვარდმა, რაფინია დიასმა სოციალურ ქსელში მოიწონა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ ის ოქროს ბურთს ვერ მოიგებს.
ბრაზილიელი მიიჩნევს, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს გარეშე დარჩება.
„ოქროს ბურთი რაფინიას. ეს ისტორია ადრეც გვაქვს ნანახი და სამწუხაროდ, კვლავ განმეორდება." - ნათქვამია ვიდეოში, რომელშიც რაფინიას გოლების გარდა, გულდაწყვეტილი ნეიმარი და ვინისიუსი არიან ჩასმული.
ნეიმარს და ვინის ოქროს ბურთი არასდროს არ მოუგიათ. ნეიმ ორჯერ დაიკავა მე-3 ადგილი, ვინისიუსი კი შარშან დიდი ხნის განმავლობაში ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი იყო, თუმცა საბოლოოდ ოქროს ბურთი როდრიმ მოიგო.
წელს, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რაფინია მოიაზრებოდა ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტად, თუმცა აპრილის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ახლა ფავორიტებად უსმან დემბელე და ლამინ იამალი მიიჩნევიან.

