საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის, მზადებას იწყებს.
აპრილის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ ორ ამხანგურ მატჩს გამართავს - 9 და 11 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები 18 მოთამაშით ემზადება. მათ შორის ერთი დებიუტანტია - დინამო თბილისის ფეხბურთელი საბა ეგრისელაშვილი.
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ), ლუკა ხარშილაძე (პსპ);
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტან ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (პსპ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), საბა ეგრისელაშვილი (დინამო თბილისი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).
ფოტო: NAKREBI.GE