რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, საქართველოს წრიული რბოლის ჩემპიონატის ახალი სეზონი დაიწყო.
პირველი ეტაპის გამარჯვებული სანდრო თავართქილაძე გახდა, მეორე ადგილი გიორგი ბეჟიტაიშვილმა დაიკავა, მესამეზე კი სანდრო ქაჯაია გავიდა.
საქართველოს ჩემპიონატი სულ ხუთ ეტაპს მოიცავს. წრიული რბოლის ახალი სეზონის მეორე ეტაპი 31 მაისს გაიმართება.
ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საავტომობილო ტურნირი რვაწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გასულ წელს ჩატარდა.