-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) რეიტინგი განაახლა.
კაცთა -60 კგ. წონით კატეგორიაში უცვლელი ლიდერია იუნგ ვეი იანგი (ჩინური ტაიპეი). რეიტინგში ადგილი გაცვალა ორმა ქართველმა. საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე, რომელმაც პარიზში ვერცხლის მედალი დაიმსახურა, მეორე ადგილზე გადავიდა, გიორგი სარდალაშვილმა კი ერთი საფეხურით უკან დაიწია და ახლა მესამეა.
-66 კგ. წონით კატეგორიას სათავეში ჩაუდგა ოლიმპიური ჩემპიონი ჰიფუმი აბე, ვაჟა მარგველაშვილმა კი რეიტინგში 3 ადგილი დაკარგა და ახლა მეხუთეა.
-73 კგ. წონითი კატეგორიის უცვლელი ლიდერია ოლიმპიური ჩემპიონი ჰიდაიატ ჰეიდაროვი, ლაშა შავდათუაშვილმა კი 4 პოზიციით უკან დაიხია და მე-12 ადგილზეა.
-81 კგ. წონით კატეგორია სათავეში ჩაუდგა ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი ტატო გრიგალაშვილი, რომელმაც ადგილი ბელგიელ მატიას კასეს გაუცვალა, მე-13 ადგილზეა შამილ ბორჩაშვილი (ავსტრია), მე-15 არის ვედათ ალბაირაქი (ვანო რევაზიშვილი - თურქეთი), მე-16 - ვაჰიდ ბორჩაშვილი (ავსტრია), მე-18 კი ნუგზარ ტატალაშვილი (არაბეთის გაერთიანებული საამიროები).
გასაკვირი არაა, რომ -90 კგ. წონით კატეგორიას სათავეში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური უდგას, მე-5 ადგილზე გადაინაცვლა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილმა, მე-11 ადგილზე დაქვეითდა ლუკა მაისურაძე, რომელსაც დოპინგის გამო დისკვალიფიკაცია აქვს.
-100 კგ. წონითი კატეგორიის უცვლელი ლიდერია ოლიმპიური ჩემპიონი ზელიმ კოცოიევი, მეორე ადგილზე რჩება ილია სულამანიძეც, რომელმაც პარიზში ვერცხლი მოიპოვა. მე-6 ადგილზე გადაინაცვლა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა.
+100 კგ. წონით კატეგორიას სამხრეთ კორეელი მინჯონგ კიმი უცვლელად ლიდერობს, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი კი მეორე ადგილზეა, გურამ თუშიშვილმა ერთი ადგილი დაკარგა და ახლა მე-5 არის, რეიტინგში მე-13 პოზიციაზე გადაინაცვლა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურმა.
წონების გაერთიანებულ რეიტინგში ათეულში 3 ქართველია - მე-3 ადგილზე ტატო გრიგალაშვილია, მე-5 ლაშა ბექაურია, მე-9 კი ილია სულამანიძე. მე-12 პოზიციაზეა საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე.
რაც შეეხება ქალთა რეიტინგს, -57 კგ. წონით კატეგორიაში ერთი ადგილით წინ წაიწია და მე-6 პოზიციაზეა ეთერ ლიპარტელიანი, პირველზე კი ოლიმპიური ჩემპიონი კრისტა დეგუჩია.
-63 კგ. წონით კატეგორიაში 48-ე ადგილზეა ეთერ ასკილაშვილი, +78-ში კი 28-ე არის სოფიო სომხიშვილი.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები