გასულ სეზონში ფაბიო კანავარომ უდინეზე სერია ა-დან გავარდნისგან იხსნა, თუმცა კლუბი დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.
როგორც Relevo იტყობინება, იტალიელი მწვრთნელი დეპორტივოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან დაკავშირებით.
რამდენიმე სეზონის წინ დეპორტივო ლა ლიგის მე-3 დივიზიონში იყო დაქვეითებული, თუმცა სეგუნდაში ამოსვლა მოახერხა.
სეგუნდა დივიზიონში 13 მატჩში გუნდმა 13 ქულა დააგროვა და მე-17 პოზიციას იკავებს.