გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა, ასევე ყოფილმა ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი შეაფასეს.
დიეგო სიმეონე (ატლეტიკოს მწვრთნელი): "ეს ფორმატი გვაიძულებს მოგებას. იქამდე ბევრი ფრეც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ახლა გამარჯვებაა საჭირო."
მიკელ არტეტა (არსენალის მწვრთნელი): "ვფიქრობ, მიზეზი რატომაც შევცვალეთ ფორმატი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის და იმ ხალხისთვის იყო, ვისაც ეს სპორტი უყვარს - უკეთესი პროდუქტი, მეტი გართობა."
ფაბიო კანავარო (დინამო ზაგრების მწვრთნელი): "ეს არის ახალი ფორმატი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა მეტად სანახაობრივი მატჩებისთვის და პირველივე ლიგის ფაზაში ეს გამოვიდა."
კონრად ლაიმერი (ბაიერნის ნახევარმცველი): "ეს განსხვავებულია და ვფიქრობ, ამაღელვებელიც, როცა არ იცი, რამდენი ქულა გჭირდება."
დეკლან რაისი (არსენალის ნახევარმცველი): "როგორც წესი, ასეთი თამაშებს 1/4 ფინალებსა და 1/2 ფინალებში ვხვდებით."
ალან შირერი (ნიუკასლისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): "ეს უზარმაზარი წარმატება იყო. უამრავი თამაში საოცარი გამოვიდა."
მიკა რიჩარდსი (მანჩესტერ სიტისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი): "უბრალოდ ვფიქრობ... მეტი გოლი მეტად ამაღელვებელია, არ არის ასე?"
ლიგის ფაზის ბოლო ტური - 18 მატჩი პარალელურად და ბრძოლა პლეიოფისთვის