ოთარ მამაგეიშვილმა პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მატჩში ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ქართველმა აროუკას წინააღმდეგ მოედანზე 67 წუთი გაატარა.
მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა, Flashscore-მა ოთოს 6.3 შეფასება დაუწერა, SofaScore-მა - 6.1, ხოლო WhoScored-მა - 5.9.
მამაგეიშვილი ფამალიკაუში იანვარში გადავიდა, მას შემდეგ კი ცვლილებებიდან 9 შეხვედრაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
ფამალიკაუმ მე-8 ტურში მე-4 ფრე ითამაშა (ასევე, 3 მოგება და 1 წაგება), 13 ქულა აქვს და ცხრილის მე-6 ადგილზეა. შემდეგ ტურში გიმარაეშს მიიღებენ.